2015-12-16

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური და კვლევითი პროექტი- ,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში“-განხორციელდება.
  პროექტის ბენეფიციარები არიან:  შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად
2015-12-18

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპი, რომლის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტებში მოეწყობა უფასო სკრინინგის აქციები

ვრცლად
2015-12-21

უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მიერ გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა 2016-2017 სასწავლო წლისთვის.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს სრულ და ნაწილობრივ სასწავლო სტიპენდიას 50 ქართველი სტუდენტისთვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

ვრცლად
2015-12-21

22 დეკემბერს, 12 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ისტორიის დეპარტამენტი, თესაუ-ს უნივერსიტეტის მიმდინარე პროექტის- ,,თელავი-ისტორია და თანამედროვეობა“- ფარგლებში, წარმოგიდგენთ პროფესორ თენგიზ სიმაშვილის ლექცია-პრეზენტაციას. 

ვრცლად
2015-12-28

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი 2016 წლის 11 იანვარიდან 22 იანვარის ჩათვლით ატარებს ზამთრის სესიებს 

ვრცლად
2015-12-30

საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართება შემდეგი მიმართულებებით:
1. ტურიზმის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა – 12.01.2016, 12:00 სთ-ზე, აუდიტორია 100
2. საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა – 11.01.2016, 10:00 სთ-ზე, აუდიტორია 99
3. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 11.01.2016, 10:00 სთ-ზე, აუდიტორია 97

ვრცლად
2015-10-02

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ,,განათლების” სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები ჩატარდება 5 ოქტომბერს: დიდაქტიკაში და ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში 11 საათზე, ხოლო უცხო ენაში 14 საათზე (მეორე კორპუსი, აუდიტორია 12).

ვრცლად
2015-10-02

2015 წლის 20 ოქტომბრიდან იწყება მანსანკანის საშემოდგომო ჩემპიონთა ლიგა მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის, სადაც მიწვეულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც.

ვრცლად
2015-10-06

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის- ,,ცოცხალი წიგნები“-ფარგლებში, ქართველ მწერალთა ჯგუფი ქვეყნის რეგიონებში მოგზაურობს.

ვრცლად
2015-10-07

,,ერასმუს მუნდუსის” გაცვლითი პროგრამა ,, ელექტრა’’ აცხადებს კონკურსს დოქტურანტურის და პოსტ-დოქტორანტურის საფეხურზე. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 21 ოქტომბერი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ : http://electra-project.eu/

ვრცლად
2015-10-08

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის- “SuToMa”- ფარგლებში, იადე-ს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს კონკურსს- ,,კომუნიკაცია კულტურათაშორისი ურთიერთობების დასამყარებლად’’- კურსზე დასასწრებად. 

ვრცლად
2015-11-03

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები გამოცხადდა.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 31.10.2015- ის 09:00 საათიდან 09.11.2015-ის 17:00 საათამდე (I სართული, თვითმმართველობის ოთახი).

ვრცლად
2015-11-03

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი 9 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ატარებს 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრის შუალედურ გამოცდებს.

ვრცლად
2015-11-11

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, 14:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია თემაზე: ,, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“

ვრცლად
 
    2020 მარტი
    1

    2

    3

    4

    5

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.