- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- იურიდიული სამსახური
- მატერიალური რესურსების მართვის სამსახური
- საფინანსო სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- საგამოცდო ცენტრი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
2023-04-03
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ყაზახეთის რესპუბლიკის პავლოდარის პედაგოგიური და ევრაზიის ინოვაციური უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესტუმრნენ. 2023-04-10
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 6 აპრილს, საერთაშორისო პროექტის _ კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა საქართველოს უნივერსიტეტებში (ეთიკა“) _ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საერთაშორისო პროექტის, UCM Italy-ის ორი წარმომადგენელი ეწვია. პროექტის გენერალური მდივანი, ანატოლიი პოლოსინი და სამეწარმეო პრაქტიკის კოორდინატორი საქართველოში, ვლადიმირ ლუნგუ, უნივერსიტეტის რექტორს, შალვა ჭკადუას, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს, თამარ ასლანიშვილსა და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 2023-04-03
3 აპრილს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტის _ კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა საქართველოს უნივერსიტეტებში (ეთიკა“) _ ფარგლებში შიდა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რვა სტუდენტმა ,,ერასმუს+“ და „შვედური ინსტიტუტის“-ის გაცვლითი პროგრამების კონკურსში გაიმარჯვა და სწავლას ჩეხეთისა და რუმინეთის უნივერსიტეტებში გააგრძელებს. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლონეთის დაბროვა-გორნიცას WSB უნივერსიტეტის პროფესორმა, მონიკა ბანაქ -კოკოსკამ, ქალთა ისტორიების შესახებ, ლექცია წაიკითხა. ოთხი დღის განმავლობაში, პოლონელმა პროფესორმა, ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, ქალთა შესახებ სხვადასხვა ისტორიები გააცნო. ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, მონიკა ბანაქ-კოკოსკამ სამომავლო გეგმებიც განიხილა. 2023-03-10
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ქართულ-ფრანგული კონსორციუმის პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ. შეხვედრა საფრანგეთის საელჩოს ხელშეწყობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში ონლაინ-ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი, სახელწოდებით, ,,ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაცია ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევის მქონე მოსწავლისთვის”, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პროექტის CISI ტრენერმა, შორენა ძამუკაშვილმა და განათლების მეცნიერებათა დოქტორმა, პროექტის CISI ინსტიტუციონალურმა მენეჯერმა, მაკა კოჭაურმა ჩაატარეს. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგი სახელწოდებით, "ინტელექტუალური და დასწავლის უნარის დარღვევები და მათი მახასიათებლები/საპრევენციო ღონისძიებები“, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, პროექტის ტრენერებმა, ნინო მოდებაძემ და ნინო ნახუცრიშვილმა ჩაატარეს. 2023-03-01
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის, DUGEORi-ს კონსორციუმის შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. უნივერსიტეტის პროფესორი, მანანა კევლიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები, თამარ ასლანიშვილი და ნინო კორინთელი, პირველ შეხვედრას საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში ესწრებოდნენ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მარბურგის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. 2023-03-01
თესაუ-ს წარმომადგენლებმა, 1 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართულ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“, პირველ ეროვნულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+ პროექტის ფარგლებში ტრენინგ-ვორკშოპი გაიმართა. პროექტის DITECH -,,ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“, ფარგლებში, შეხვედრას უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა. საერთაშორისო პროექტში _ ,,კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა-კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)", რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყება, თელავის უნივერსიტეტიც ჩაერთვება. Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND-3 ფარგლებში დაფინანსებული პირველი ეროვნული პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით განხორციელდება და უნივერსიტეტებში კვლევითი კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 2022-12-30
30 დეკემბერს თესაუში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა ERASMUS+ საერთაშორისო პროექტ E-PSY ფარგლებში. 2023-01-06
2022 წლის 19-22 დეკემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის PACT4SKILL-ის ფარგლებში, პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ასლანიშვილმა. 2022-11-06
ტრენინგ-ვორქშოპი ERASMUS+ პროექტის ,,ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში_DITECH"_ ფარგლებში მიმდინარე წლის 5-6 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის DITECH-ის ფარგლებში, ჩატარდა. 2022-12-09
2022 წლის 8 დეკემბერს ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პარტნიორებს პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან და რუმინეთიდან. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავალას განვითარების სააგენტოს პროექტის ერთადერთი ქართველი პარტნიორია. პროექტის თანახმად, იუნესკოს სიაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მეშვეობით, შავი ზღვის აუზის ხუთი ქვეყანა ახალ ტურისტულ კორიდორს შექმნის. საბერძნეთი, თურქეთი, მოლდოვა და რუმინეთი, პროექტში სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით ჩაერთვებიან. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მონაწილე მხარეებს შორის ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. 15-17 ნოემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი ურსულა მარკოვსკა-მანისტა და ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტის (რუმინეთი) ასოცირებული პროფესორი, დანიელა პოპა. ვიზიტი განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროექტის CISI (,,ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად’’) ფარგლებში. 2022-11-02
2022 წლის 10-14 ოქტომბერს, კაუნასში (ლიეტუვა), ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at GeorgianHEIs/ ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში, პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისათვის, ტრენერთა რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. 21 ოქტომბერს, თესაუ-ს ისრაელის, ქალაქ აფულას მერის ავრაჰამ ელკაბეტცის ხელმძღვანელობით, დელეგაცია ეწვია. სტუმრებს თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. 2022-10-17
2022 წლის 11-14 ოქტომბერს კატერინში, საბერძნეთი გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროექტის "შავი ზღვის აუზის ქვეყნების არეალში სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სექტორების ციფრული ტრანსფორმირების პირობების ერთობლივად მომზადება“- Smart Farming” –BSB-908 ფარგლებში. 2022-10-18
2022 წლის 3-10 ოქტომბერს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი პოლონეთში საერთაშორისო კვირეულზე ინტერნაციონალიზაციის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. ფორუმს თელავის პარტნიორი WSB უნივერსიტეტი მასპინძლობდა, რომელსაც პოლონეთში, ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ლიდერის პოზიცია უკავია. 2022-10-03
27- 30 სექტემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტ VITAGLOBAL-ის მორიგ შეხვედრას უმასპინძლა. პროექტის მიმდინარეობის შეფასების პარალელურად გაიმართა შეხვედრები და დისკუსიები მდგრად მევენახეობასა და მეღვინეობაზე, მარკეტინგსა და ტურიზმზე. 2022-10-10
10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა თესაუს ახლად შექმნილ სტუდენტთა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ საერთაშორისო პროექტის, E-PSY-ის ფარგლებში გაიმართა. 2021-12-30
საერთაშორისო პროექტში „HERIPRENEURSHIP,“ რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლება და მისი ეკონომიკური სარგებლის ხელშეწყობის დასაბუთება წარმოადგენს, საქართველოს მხრიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული. ამჯერად ქართულ ენაზე შემუშავდა პირველი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც 2021 წელს განხორციელებული აქტივობების ერთგვარ ანგარიშს წარმოადგენს. 2022 წლის 1 ივლისიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტი ProGriCC – „ყურძნის მოყვანა ცვალებად კლიმატურ პირობებში“. პროექტის კოორდინატორია აგრარულ მეცნიერებათა შვედური უნივერსიტეტი. 2022-07-11
2022 წლის 4-7 ივლისს, ბარსელონაში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის LOVEDISTANCE-ის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა პროექტის ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქართველოდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან, პორტოდან და ესპანეთიდან. 2022-07-13
2022 წლის 9 ივნისს ჩატარდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის RURD-ის ფარგლებში შემუშავებული LLL კურსი, რომელსაც თელავის უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარდა კოლეჯ ,,პრესტიჟის“ მასწავლებლები და სტუდენტებიც ესწრებოდნენ. 2022-06-20
რიგით მესამე საინფორმაციო ბიულეტები, რომელიც პროექტ „HERIPRENEURSHIP“-ის ფარგლებში გამოიცა, მოლდოვას ეძღვნება. აქ გაეცნობით მოლდოვას ტურისტულ პოტენციალს, ფოლკლორს, ტრადიციულ კერძებსა და ადათ-წესებს. ბიულეტენი გაგაცნობთ მოლდოვას კულტურული ობიექტებს, აღწერს კონკრეტულ ისტორიულ ტრადიციებს და საერო დღესასწაულებს. 2022-04-04
საერთაშორისო პროექტის „HERIPRENEURSHIP,“ ფარგლებში მეორე საინფორმაციო ბიულეტენი მომზადდა. 2021-01-28
26 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის Smart Farming -ის გუნდმა ჩაატარა ონლაინ ვორქშოფი თელავის რაიონში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის თესაუში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტის გაცნობას. 2022-07-13
2022 წლის 3-8 ივნისს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი ბარსელონაში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის LOVEDISTANCE-ის ფარგლებში, იმყოფებოდა. 2022-06-20
2022 წლის 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თელავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა თამარ ასლანიშვილმა და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა მედეა ორმოცაძემ კოიმბრას (პორტუგალია) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა. 2022-06-08
2022 წლის 22 - 28 მაისს ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში, პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისათვის, ტალინში (ესტონეთში) ტრენერთა პირველი ტრენინგი გაიმართა. 2022 წლის 20 მაისს, პროექტ LOVEDISTANCE-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობასა და დემოკრატიზაციას, თელავის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის საუნივერსიტეტო ტრენინგი ჩატარდა. 2022-06-06
2019 წლიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ევრო კომისიის მიერ თანადაფინანსებული საერთაშორისო პროექტი CISI (Curriculum Innovation for Social Inclusion) „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად,“ რომლის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით. 2022-05-20
2022 წლის 18 მაისს, პროექტ LOVEDISTANCE-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობასა და დემოკრატიზაციას, კოლეჯ ,,პრესტიჟის'' აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. 2022-05-05
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის, RURD-ის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2-4 მაისს კონსორციუმის მორიგი შეხვედრა გაიმართა. 2022-04-13
2022 წლის 3-8 აპრილს, არგენტინაში, ქუიოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, ევრო კომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის 598507-EPP-1-2018-1-ES-EPPKA2-CBHE-JP „გლობალური ქსელის შექმნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და მევენახეობა-მეღვინეობისთვის: ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობით" (VITAGLOBAL) მორიგი შეხვედრა გაიმართა. 2022-04-13
2022 წლის 29-31 მარტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) მიერ ორგანიზებულ შეხსვედრას დასწერნენ. შეხვედრა ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) ფარგლებში ჩატარდა. 2022-03-23
2022 წლის 13-17 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი RURD-ის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში, ვიტასტუს მაგნუს უნივერსიტეტში, კაუნასში. 2022-03-18
2022 წლის 14-17 მარტს თელავივში (ისრაელი) პროექტ Lovedistance-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა. პანდემიის შემდეგ ეს იყო პირველი პირისპირ შეხვედრა პროექტის ფარგლებში. შეხვედრას მასპინძლობდა ისრაელის ყველა პარტნიორი უნივერსიტეტი. 2022-03-02
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის VITAGLOBAL-ის ფარგლებში როვირა ი ვირჯილის (ესპანეთის) უნივერსიტეტის პროფესორებმა ანტონიო რუსომ და ვინკა ვოლდარსკიმ (Antonio Russo and Vika Woldarsky) პროექტის ქართველი პარტნიორებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. 2022-02-20
19 თებერვალს, პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან მოაწყო ონლაინ შეხვედრა „აკადემიური კეთილსინდისიერება საუნივერსიტეტო სივრცეში“. 2021-10-29
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი RURD-ის პარტნიორი უნივერსიტეტების მორიგი სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. 2021-10-21
14, 15 და 16 ოქტომბერს მსოფლიო ერაზმუსის დღეებს აღნიშნავს. ამ დღეებს მიეძღვნა 2021 წლის 15 ოქტომბერს, ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის- LOVEDISTANCE, Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning- ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან. 2021-10-17
2021 წლის 25-29 სექტემბერს, ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, შავი ზღვის აუზის პროექტის- ,,BSB831 HERIPRENEURSHIP"-,,გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება იუნესკოს სიაში შემავალი ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის პირობების გაუმჯობესების მიზნით და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა ტურიზმის სფეროსა და კულტურულ და კრეატიულ ინდუსტრიაში შავი ზღვის აუზის ტერიტორიაზე“ -ის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა, რომელსაც პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების გარდა, ბულგარეთიდან სხვა დაინტერესებული მხარეებიც დაესწრნენ. |
|
სწრაფი ბმულები