იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველთათვის

   1 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  თესაუს სტუდენტებისთვის  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

   უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა, სტუდენტებს ინფორმაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ მიაწოდა.  საუბარი 2018-2019 წლის სასწავლო წელს გაცვლითი პროგრამების რაოდენობას, პარტნიორ უნივერსიტეტებს, კონკურსისთვის წარსადგენ საბუთებს და სხვა საკითხებს შეეხო.

  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლისთვის თესაუს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით  საზღვარგარეთის შემდეგ უნივერსიტეტებში: ტუშას უნივერსიტეტი ( იტალია), ​​​​ ანგელ კანჩევის სახელობის რუსეს  უნივერსიტეტი, (ბულგარეთი), სანტიაგო დე კომპოსტელა (ესპანეთი ),   სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი (რუმინეთი), ვილნიუსის ბიზნეს კოლეჯი (ლიტვა),  შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი), თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი  (საბერძნეთი), ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია),   ლიონის ინსტიტუტი (საფრანგეთი ), პოზეგას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ( ხორვატია).

   პირველ ეტაპზე, 20 ნოემბრის ჩათვლით, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველებმა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  • ნიშნების ფურცელი  ( ქართულ ენაზე), სადაც მითითებული იქნება, თუ სტუდენტს რამდენი აქვს  GPA);

  • სამოტივაციო წერილი ( ინგლისურ ენაზე);

  • სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა ( ქართულ ენაზე);

  • პირადობის მოწმობის ასლი,

  • CV (Europass)http://europass.cedefop.europa.eu/documents/curriculum-vitae

  მეორე  ეტაპზე გაიმართება ტესტირება ინგლისურ ენაში, ხოლო შემდეგ- გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

 
მნახველთა რაოდენობა: 15642
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'