იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ხორვატიის, პოჟეგას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ERASMUS+- ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით, ხორვატიის, პოჟეგას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის  წარმომადგენლები :  სილვია პირს-ბალტიკი, ანა მრგანი, სტანკო ჟრინჩაკი და ტომისლავ სოლდო იმყოფებიან.

      30 სექტემბერს მათ შეხვედრა  უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებთან და თესაუს აგრარული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან გამართეს.  

   ხორვატიელი სტუმრების ვიზიტის მთავარი მიზანია,   ორ უნივერსიტეტს შორის, სხვადასხვა მიმართულებით,  საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. 

     ვიზიტის ფარგლებში, 1 კვირის განმავლობაში, დაგეგმილია ლექციები აგრარული მეცნიერების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.

 
მნახველთა რაოდენობა: 14586
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'