იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამთვიანი პრაქტიკა გერმანიაში

      ,, სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტი" წარმომადგენლებმა 6 მარტს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

    ინსტიტუტის წარმომადგენლებმა  სტუდენტებს, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

   ,, სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტი"  გერმანულის მცოდნე (B2- დონე) ტურიზმის ფაკულტეტის  სტუდენტებს გერმანიაში, სამთვიან პრაქტიკაზე, ეპატიჟება. პრაქტიკა, რომლის  სფეროებია რესტორანი და სასტუმრო, ძირითადად, საკურორტო რეგიონებში ხორციელდება. 

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პრაქტიკა ანაზაურებადია, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს  კი, სასტუმრო დაფარავს.  პრაქტიკის გარდა, ნებისმიერ სტუდენტს, გერმანული ენის B1 დონეზე ცოდნის შემთხვევაში, შეუძლიათ  გაემგზავრონ  საზაფხულო დასაქმებაზე (ე.წ.  Summer job) იმავე სასტუმროებში, იგივე პოზიციებზე.

  ,, სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტი" სტუდენტებს გერმანიაში 2013  წლიდან გზავნის და თეორიული ცოდნის პრაქტიკით გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს.

 
მნახველთა რაოდენობა: 15477
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'