იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამუშაო შეხვედრა VITAGLOBAL-ის ფარგლებში

2020-ის 7 და 20 აპრილს  ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის VITAGLOBAL-ის ფარგლებში მორიგი ონლაინ შეხვედრები ჩატარდა. პირველ შეხვედრაზე განხილულ იქნა მიკრობიოლოგიის მოდულზე მუშაობისას წარმოშობილი პრობლემები და გამოწვევები, ხოლო მეორე შეხვედრაზე ტურიზმის მოდულზე წარიმართა მუშაობა. შეხვედრებს  თელავის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ასლანიშვილი და პროექტის ტურიზმისა და მოკრობიოლოგიის მოდულებზე მომუშავე პროფესორები თამარ თამარაშვილი, ლელა წიკლაური და მედეა ორმოცაძე. შეხვედრაზე შეთანხმდა მოდულზე მუშაობის ახალი გეგმა. დაიწყო მუშაობა კურსის სილაბუსზე და სასწავლო ლიტერატურაზე. 2020-ის შემოდგომით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება ადგილზე თელავის უნივერსიტეტში. ტრენინგებზე განხილულ იქნება, თანამედროვე მეთოდოლოგია და ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები. ტურიზმის მიმართულებით ტრენინგს გაუძღვება პორტოს უნივცერსიტეტის პროფესორი პაოლო რუსო, ხოლო მიკრობიოლოგიის ტრენინგს გაუძღვებიან საფრანგეთის, ბორდოს უნივერიტეტის პროფესორები ედუარდო დელაკასა და პიერ-ლუის ტეისედრე.

პროექტი VITAGLOBAL ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტია რომელიც ითვალისწინებს მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის ინტერნაციონალიზაციას. პროექტის წევრები ევროპელი პარტნიორების ( ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია) გარდა ლათინო ამერიკის (არგენტინა, ჩილე და ურუგვაი) და სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტები არიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 14086
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'