იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს და იბსუს შორის მემორანდუმი გაფორმდა

     სსიპ  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და   შპს ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის 28 იანვარს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    ორმხრივი თანამშრომლობა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს. პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საგანია საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევების შესაძლებლობის ხელშეწყობა, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, აკადემიური პერსონალისთვის. იგეგმება გამოცდილების გაცვლა კულტურის მიმართულებითაც.

   როგორც მემორანდუმის ხელმოწერის დროს მხარეებმა განაცხადეს, სამომავლოდ ჩატარდება ერთობლივი შეხვედრები, სიმპოზიუმები, განხორციელდება სამეცნიერო კვლევითი და სხვა სახის პროექტები.

    მემორანდუმს ხელი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა და ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ, მოაწერეს და ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 15036
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'