იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს პროფესორების სამუშაო ვიზიტი პორტუგალიაში

12-16 ნოემბერს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ანა გიგაური და ასოცირებული პროფესორი, უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, შალვა ჭკადუა, პორტუგალიაში, პორტოს უნივერსიტეტში, ტრენინგზე, იმყოფებოდნენ.

   შეხვედრები Erasmus+  PRINTeL საერთაშორისო პროექტის - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“-  ფარგლებში ჩატარდა.

   თესაუს პროფესორებმა მონაწილეობა ტრენინგში -,,Video as a Learning tool for Teachers and Students“-მიიღეს.  მათ ინფორმაცია სხვადასხვა ვიდეო მასალების სალექციო პროცესში ინტეგრირების  და კომპიუტერული პროგრამის ,,Panopto’’ გამოყენების  უნარ-ჩვევების შესახებ მოისმინეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 15818
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.