იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ლიონის პაულ ბოკუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,ერასმუს“ + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში,  საფრანგეთის, ლიონის პაულ ბოკუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საქმიანი  ვიზიტის პირველ დღეს სტუმრებმა შეხვედრა  თესაუს  სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანთან და  ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელთან გამართეს.  მხარეებმა  სამომავლო აქტივობები, თესაუს პროგრამის განახლებასთან  დაკავშირებით, დაგეგმეს.

თესაუს და  პაულ ბოკუსის უნივერსიტეტის  წარმომადგენლებმა საზოგადოებას,  აღნიშნული  უნივერსიტეტების შესახებ, პრეზენტაციებიც წარუდგინეს.  

ვიზიტის მეორე დღეს, უნივერსიტეტის საცდელი  ნაკვეთის დათვალიერების შემდეგ, ფრანგი სტუმრები   თესაუს  აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს  შეხვდნენ და   ერთობლივი კვლევების შესახებ ისაუბრეს.

ლიონის პაულ ბოკუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები  კოლეჯ  „პრესტიჟსაც“ ესტუმრნენ  და  მონაწილეობა  კულინარიულ მასტერ -კლასში მიიღეს.   

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საფრანგეთის, ლიონის პაულ ბოკუსის უნივერსიტეტთან  3 წელია,  თანამშრომლობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 14747
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'