იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)"_ თესაუ ახალ საერთაშორისო პროექტში ჩაერთო

საერთაშორისო პროექტში _ ,,კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა-კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)", რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყება, თელავის უნივერსიტეტიც ჩაერთვება. Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND-3 ფარგლებში დაფინანსებული პირველი ეროვნული პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით განხორციელდება და  უნივერსიტეტებში კვლევითი კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მისი ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე. საქართველოს 10 უნივერსიტეტთან  ერთად კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები არიან ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსიტეტი, მასარიკის უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.

პროექტის არასაუნივერსიტეტო პარტნიორები  არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

პროექტი ევროკომისიის მიერ დაფინანსდა და მისი ხანგრძლივობა ოთხი წლია.

 
მნახველთა რაოდენობა: 3304
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'