იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს წარმომადგენლები, საერთაშორისო პროექტის- VITAGLOBAL-ფარგლებში, პორტუგალიაში იმყოფებოდნენ

1-4 მაისს, პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის- VITAGLOBAL-ფარგლებში,   მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მანანა კევლიშვილი დესწრნენ.

   შეხვედრაზე   მოდულებზე მომუშავე ჯგუფები ჩამოყალიბდა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2 ჯგუფში, მიკრობიოლოგიისა და ეკონომიკის  მოდულების შექმნაზე, იმუშავებს. აღნიშნული მოდულები იმ ერთობლივი პროგრამის შემადგენლობაში შევა, რომელიც პროექტის პარტნიორ უნიუვერსიტეტებთან ერთად შემუშავდება.

  პროექტის ფარგლებში, ასევე,  უნდა შემუშავდეს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც  ერთობლივი პროგრამის დანერგვას შეუწყობს ხელს.

   პროექტის შემდეგი შეხვედრა  ჩილეში გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 14473
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'