იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნული შეხვედრა, RURD-ის პროექტის ფარგლებში

 2019 წელს აკაკი წერეთლის  სახელობის ქუთაისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის - ,,რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში“  -კოორდინატორი გახდა.

     პროექტში მონაწილეობს ოთხი ევროპული უნივერსიტეტი: სანტიაგო დე კომპოსტელა (ესპანეთი), გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია), მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიეტუვა), ყველა ქართული რეგიონალური უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. სწორედ მათთან თანამშრომლობით, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს ეროვნულ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონალური უმაღლესი სა განმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონის განვითარებაში.

     2020 წლის 17 თებერვალს, ზემოთ აღნიშნული RURD-ის პროექტის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ეროვნული შეხვედრა, პროექტის კონსორციუმში შემავალი რეგიონული ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით.  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, ადმინიტრაციის ხელმძღვანელი მზია მაისურაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი  თამარ ასლანიშვილი დაესწრნენ.

   შეხვედრაზე განიხილეს პროექტის დეტალები, გაკეთდა პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო პაკეტების ანალიზი. თითოეულმა უნივერსიტეტმა  მისიის, ხედვისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებისთვის საჭირო SWOT ანალიზის პრეზენტაცია წარადგინა.

 
მნახველთა რაოდენობა: 14023
 
 
 
 
2024 მარტი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.