იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე თესაუში

     29 ივნისს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ნიმარიუს ჰეინსი,  სტუმრობდა.  მისი ინიციატივით,  სამხრეთ აფრიკის სტელენბოშის უნივერსიტეტსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც  სტუდენტების და პერსონალის გაცვლის გარდა, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით,   ერთობლივ კვლევებსაც  ითვალისწინებს.

    შეხვედრაზე საუბარი  აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, მანანა კევლიშვილის, სამხრეთ აფრიკაში ვიზიტის დეტალებსაც შეეხო, რომელიც, სავარაუდოდ,  2018 წლის ოქტომბერში განხორციელდება.  

    შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან, თამარ ასლანიშვილთან და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან,  მანანა კევლიშვილთან,  ერთად,  ფაკულტეტის ადმინისტრაციული  და აკადემიური პერსონალი დაესწრო.

 
მნახველთა რაოდენობა: 15296
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'