2020 წლის 15-16 იანვარს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა Erasmus + ინსტიტუციური განვითარების 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში. შეხვედრას უმასპინძლა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
შეხვედრა დაეთმო პროექტის მიმოხილვას, გრანტის მართვისთვის საჭირო ევროკომისიის რეგულაციების განხილვას, პროექტის დისემინაციის აქტივობების მართებულად წარმართვას კონსორციუმის ქართველი პარტნიორებისთვის, ასევე პროექტის ხარისხის შიდა მექანიზმების ინიცირებას. რადგან პროექტის პირველი ეტაპი არის საჭიროებების დადგენა ეროვნულ და ინსტიტუციურ დონეზე, შეხვედრაზე ასევე განიხილეს კითხვარების შესაძლო ფორმები, რომლებიც სტუდენტების და პროფესორების გამოკითხვისას იქნებოდა გამოყენებული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- იურიდიული სამსახური
- მატერიალური რესურსების მართვის სამსახური
- საფინანსო სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- საგამოცდო ცენტრი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი