იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში პროექტის-„კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა საქართველოს უნივერსიტეტებში (ეთიკა“) _ფარგლებში შიდა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

3 აპრილს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტის _ კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა საქართველოს უნივერსიტეტებში (ეთიკა“) _ ფარგლებში შიდა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ჯგუფის წევრებს დეტალურად გააცნო პროექტის მენეჯერმა, თამარ ასლანიშვილმა.

განხილვის შედეგად შეირჩა კონკრეტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთა ჯგუფები, მათი შემადგენლობა და ლიდერები. დაიგეგმა, ასევე, პროექტის შესახებ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა ინფორმირება.

პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება და  უნივერსიტეტებში კვლევითი კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მისი ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე. საქართველოს 10 უნივერსიტეტთან  ერთად კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები არიან ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსიტეტი, მასარიკის უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.

პროექტის არასაუნივერსიტეტო პარტნიორები  არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტი ევროკომისიის მიერ დაფინანსდა და ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 3300
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'