2022-11-02

2022 წლის 10-14 ოქტომბერს, კაუნასში (ლიეტუვა), ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at GeorgianHEIs/ ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში, პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისათვის, ტრენერთა რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად

21 ოქტომბერს, თესაუ-ს ისრაელის, ქალაქ აფულას მერის ავრაჰამ ელკაბეტცის ხელმძღვანელობით, დელეგაცია ეწვია. სტუმრებს თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. 

ვრცლად
2022-10-17

2022 წლის 11-14 ოქტომბერს კატერინში, საბერძნეთი გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროექტის "შავი ზღვის აუზის ქვეყნების არეალში სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სექტორების ციფრული ტრანსფორმირების პირობების ერთობლივად მომზადება“- Smart Farming” –BSB-908 ფარგლებში.

ვრცლად
2022-10-18

2022 წლის 3-10 ოქტომბერს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი პოლონეთში საერთაშორისო კვირეულზე ინტერნაციონალიზაციის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. ფორუმს თელავის პარტნიორი WSB უნივერსიტეტი მასპინძლობდა, რომელსაც პოლონეთში, ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ლიდერის პოზიცია უკავია.

ვრცლად
2022-10-03

27- 30 სექტემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტ VITAGLOBAL-ის მორიგ შეხვედრას უმასპინძლა. პროექტის მიმდინარეობის შეფასების პარალელურად გაიმართა შეხვედრები და დისკუსიები მდგრად მევენახეობასა და მეღვინეობაზე, მარკეტინგსა და ტურიზმზე.

ვრცლად
2022-10-10

10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა თესაუს ახლად შექმნილ სტდენტთა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერამუს+ საერთაშორისო პროექტის,  E-PSY-ის ფარგლებში გაიმართა

ვრცლად
2021-12-30

საერთაშორისო პროექტში „HERIPRENEURSHIP,“ რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლება და მისი ეკონომიკური სარგებლის ხელშეწყობის დასაბუთება წარმოადგენს, საქართველოს მხრიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული. ამჯერად ქართულ ენაზე შემუშავდა პირველი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც 2021 წელს განხორციელებული აქტივობების ერთგვარ ანგარიშს წარმოადგენს.

ვრცლად

2022 წლის 1 ივლისიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება  შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტი ProGriCC – „ყურძნის მოყვანა ცვალებად კლიმატურ პირობებში“. პროექტის კოორდინატორია აგრარულ მეცნიერებათა შვედური უნივერსიტეტი. 

ვრცლად
2022-07-11

2022 წლის 4-7 ივლისს, ბარსელონაში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის LOVEDISTANCE-ის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა პროექტის ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელი საქართველოდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან, პორტოდან და ესპანეთიდან.

ვრცლად
2022-07-13

2022 წლის 9 ივნისს ჩატარდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის RURD-ის ფარგლებში შემუშავებული LLL კურსი, რომელსაც თელავის უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარდა კოლეჯ ,,პრესტიჟის“ მასწავლებლები და სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

ვრცლად
 
2023 ოქტომბერი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2023 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.