2022 წლის 9 ივნისს ჩატარდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის RURD-ის ფარგლებში შემუშავებული LLL კურსი, რომელსაც თელავის უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარდა კოლეჯ ,,პრესტიჟის“ მასწავლებლები და სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
კურსის „ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვა“ ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის დაწერის პროცესს, ორგანიზაციის SWOT ანალიზის გაკეთების გზებს, თუ როგორ უნდა მოხდეს სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების მონიტორინგი, გეგმის შესრულების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, მისი განახლება და ცვლილებების შეტანის გზები და პროცედურები.
კურსის მიზანი_მონაწილეებს აეთვისებინათ როგორ დაადგინონ ორგანიზაციის ღირებულებები, მისია და ხედვა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ორგანიზაციის სტრატეგიის შემუშავებისთვის, როგორ უნდა მოხდეს სტრატეგიული გეგმის შესრულების მონიტორინგი, რათა სწორად შესრულდეს სტრაგეგიული განვითარების გეგმაში გაწერილი მიზნები და ამოცანები წარმატებით იქნა მიღწეული. კურსის მონაწილეებისთვის მზადდება დასწრების სერტიფიკატები.