- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- იურიდიული სამსახური
- მატერიალური რესურსების მართვის სამსახური
- საფინანსო სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- საგამოცდო ცენტრი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
ჩარიცხვის წესი
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლა დასაშვებია:
საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა უნდა მიმართოს თელავის უნივერსიტეტს განცხადებით – რექტორის წერილობითი თანხმობის მისაღებად სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე მიღების შესაძლებლობის თაობაზე. განცხადებას თან უნდა დაერთოს: უცხო ქვეყნის მოქალაქე აბიტურიენტებისათვის
უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისათვის
რექტორის წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში, სწავლის მსურველმა ან უფლებამოსილმა პირმა (სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის შემთხვევაში) განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განცხადების ფორმის მიღება შესაძლებელია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქუჩა №1, ტელეფონი +(995 32) 2 200 220, ელ.ფოსტა – info@eqe.ge; ვებ-გვერდი – www.eqe.ge შენიშვნა: ყველა უცხოენოვანი დოკუმენტი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულად დადადასტურებული ნოტარიულად. მომავალ სტუდენტთა საყურადღებოდ! სავიზო რეგულაციებზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდს: https://geoconsul.gov.ge/ka/aboutUs თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აქვს საერთო საცხოვრებელი (კერძო ბინების დაქირავება შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის მიმდებარე უბნებში, ფასი მერყეობს თვეში 200-400 ლარამდე). სტუდენტებს ეძლევათ რეკომენდაცია მიიღონ ადგილობრივი ან საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევა (სხვადასხვა პაკეტის ფასი მერყეობს თვეში 20-100 ლარამდე). დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ტელეფონი (995 32) 2 200 220 |
|
სწრაფი ბმულები