- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- იურიდიული სამსახური
- მატერიალური რესურსების მართვის სამსახური
- საფინანსო სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- საგამოცდო ცენტრი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
კვლევითი პროექტი: ,,მეჩხერიანობის აღმოფხვრა ვენახში და მისი გავლენა ყურძნის პროდუქტიულობაზე“. 01.10.2021-30.09.2022 პროექტის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლევან შავაძე პროექტის დამფინანსებელი -თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სიმეჩხერე საგრძნობლად ამცირებს ყურძნის მოსავალს და უარყოფით გავლენას ახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ვენახში ყოველწლიურად იღუპება ნარგაობის გარკვეული რაოდენობა, რომლის ძირითადი მიზეზიც შეიძლება იყოს: უხარისხოდ მომზადებულ ნიადაგში ნერგის დარგვა; აგროტექნოლოგიური ღონისძიებების დარღვევა; არახელსაყრელი გარემო-პირობები (ყინვები, გვალვა, სეტყვა და სხვა.); დაავადებები და მავნებლები; მექანიკური დაზიანებები - ტრაქტორით, გუთნით, კულტივატორით და სხვა. ზემოაღნიშნული მიზეზები იწვევს მეჩხერიანობას, რაც ყურძნის მოსავალზე უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა ზედმეტად იხარჯება ქიმიური საშუალებები, ნიადაგის დამუშავებაზე გაწეული ხარჯი. ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს თანამედროვე გამოწვევების კვალდაკვალ, შევისწავლოთ და გამოვავლინოთ ჩატარებული აგროტექნოლოგიური ღონიოსძიებებიდან უკეთესი ვარიანტი გამეჩხერებული ვენახის შევსების რაციონალური აგროტექნოლოგიის დანერგვისათვის. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია არა მარტო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, არამედ კახეთის რეგიონისათვის, მევენახეობის დარგი მოიცავს მრავალ ისეთ საკითხს, რომელიც წარმოადგენს პრობლემას რეგიონის მევენახეებისათვის. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედებიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის ფართე სპექტრი მოითხოვს გამოკვლევას და მეცნიერული კვლევის საფუძვლებზე დამყარებული რეკომენდაციების გაცემას წარმოებისათვის. ერთ-ერთი აქტუალური საკითხია მეჩხერიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი გავლენა პროდუქტიულობაზე. კვლევის შედეგად გამოვლინდება ვენახში გამეჩხერებული ადგილების შევსებისათვის უკეთესი ვარიანტი და შევსებული ვენახის უპირატესობა მეჩხერ ვენახთან მიმართებაში პროდუქტიულობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე მევენახეობაში მეჩხერიანობის წინააღმდეგ ბრძოლის შესწავლა მოგვცემს შესაძლებლობას გავცეთ რეკომენდაციები ფერმერებისათვის, რაც საგრძნობლად დაეხმარება მათ მეურნეობის განვითარებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნაში. |
|
სწრაფი ბმულები