იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

პროექტის დასახელება: ნიადაგის მიკრობიოცენოზის როლი კახეთის რეგიონში მუნიციპალური მყარი ნარჩენების ორგანული კომპონენტის კომპოსტირებაში“.

დამფინანსებელი ორგანიზაცია:  აკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

განხორციელების პერიოდი:  01.01.2023 – 31.12.2023

ანოტაცია პროექტის შესახებ

კვლევის მიზანია ნიადაგის მიკრობიოცენოზის როლის შესწავლა მყარი მუნიციპალური ნარჩენების (SMW) ორგანული ნაწილის კომპოსტირების პროცესში და მცენარეული ნარჩენების კომპოსტირების პროცესის დაჩქარების შესაძლებლობის დადგენა კომპოსტირების არეში მიკრობიოლოგიური დანამატების შეტანით. სავარაუდოა, რომ საწარმოო ნედლეულის შემადგენლობაში მათი დამატება კომპოსტირების პროცესის საწყის სტადიებში გამოიწვევს მიკრობული აქტივობის გააქტიურებას.

დასახული მიზნის მისაღწევად განხორციელდა შემდეგი ამოცანები:

1.    ნიადაგის მიკრობიოცენოზის შემადგენლობის კვლევა ინოკულატის და საწარმოო ნედლეულის გამოყენების მიზნით, მიკრობიოლოგიური დანამატის მოსამზადებლად.

2.    მყარი მუნიციპალური ნარჩენების (SMW) ორგანული ნაწილის კომპოსტირებისას მიმდინარე პროცესებზე მიკრობიოლოგიური დანამატების ეფექტის კვლევა მეზოფილურ რეჟიმებში;

3.    მიკრობიოლოგიური დანამატის შეტანით კომპოსტირების პროცესების პირობების გამოკვლევა ძირითადი აბიოტური, ბიოტური და სიმწიფის მაჩვენებლებით.

 


კვლევითი პროექტი: ,,მეჩხერიანობის აღმოფხვრა ვენახში და მისი გავლენა ყურძნის პროდუქტიულობაზე“.      01.10.2021-30.09.2022

პროექტის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლევან შავაძე

პროექტის დამფინანსებელი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    კვლევა მიზნად ისახავდა თანამედროვე გამოწვევების კვალდაკვალ, შესწავლილი და გამოვლენილი ყოფილიყო აგროტექნოლოგიური ღონიოსძიებებიდან უკეთესი ვარიანტი გამეჩხერებული ვენახის შევსების რაციონალური აგროტექნოლოგიის დანერგვისათვის.

პროექტის შედეგები:

1.         იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიერ დაფინანსებული აგრარული მეცნიერებების დარგობრივი მიმართულების კვლევითი პროექტის ,,მეჩხერიანობის აღმოფხვრა ვენახში და მისი გავლენა ყურძნის პროდუქტიულობაზე" განხორციელდა განსაზღვრულ ვადებში 01/10/2021 - 30/09/2022;

2.         ვეგეტაციის ბოლოს აღრიცხვებმა აჩვენა, რომ დარგული მცენარეების საერთო გახარებამ 15 % შეადგინა, ე.ი. 1211 ნერგიდან, სულ 182 -მა ნერგმა მიაღწია ვეგეტაციის ბოლომდე. ექსპერიმენტული კვლევის მოსალოდნელი შედეგი იყო  მოსავლის 4468.7 კგ-ით ზრდა, რაც 100 % შედეგი იქნებოდა, თუმცა კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედების შედეგად სოფლის მეურნეობაზე და კერძოდ ვაზის კულტურაზე განაპირობა მოსავლის 668 კგ - ით პოტენციური ზრდის შესაძლებლობა, რაც ყურძნის პროდუქტიულობის 15 % - ით ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

3.         კვლევის პროცესში ნათლად გამოიკვეთა კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა სოფლის მეურნეობაზე და მევენახეობაზე, რადგან ვეგეტაციის დასაწყისში, გაზაფხულზე როდესაც ტემპერატურა და ნიადაგის ტენიანობა მცენარისათვის დამაკმაყოფილებელ ფარგლებში იყო ახალად დარგული ნერგების გახარებამ 96 % - ს მიაღწია, ზაფხულის დადგომისას, როდესაც ჰაერის ტემპერატურამ მოიმატა, ხოლო ნალექები და შესაბამისად ნიადაგის ტენიანობა შმცეირდა, გახარებულმა ნერგებმა დაიწყო ხმობა და ვეგეტაციის ბოლოს გახარებული ნერგების საერთო რაოდენობამ 15 % შეადგინა. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე წარმოებას რეკომენდაცია უნდა მიეცეს მოეწყოს სარწყავი სისტემები ვენახებში, რათა გამეჩხერებულ ადგილზე დარგული ნერგები უზრუნველყოფილი იქნას ტენით და მათი გახარება, ზრდა-განვითარებამ დამაკმაყოფილებელ შედეგს მიაღწიოს;

4.         მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ნერგების გახადებაზე გაბატონებული ქარები, რაც ნიადაგის ზედაპირის სწრაფად გამოშრობას იწვევს, ამიტომ აუცილებელია მოეწყოს ქარსაფარი ზოლები, რათა ახალშენი და სრულმოსავლიანი ვენახები დაცული იყოს ქარების უარყოფითი ზემოქმედებისაგან და შესაბამისად გამეჩხერებული ადგილების შევსების დროს ნერგების გახარებისა და ზრდა-განვითარების ეფექტი გაიზარდოს;

5.         კახეთის რეგიონის სოფლის მეურენობაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს სეტყვა, რომელსაც დიდი ზარალი მოაქვს მევენახეობისათვის, მან შეიძლება დააზიანოს მოსავალი ან/და სრულიად გაანადგუროს, ის აგრეთვე ნეგატიურად მოქმედებს ვაზის ვეგეტატიურ ორგანოებზე და საგრძნობი ზიანოს მომტანია ახალშენი ვაზისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მეთოდებით ებრძვიან სეტვის უარყოფით ზემოქმედებას, წარმოებას უნდა მიეცეს რეკომენდაცია მოეწყოს სეტყვაამრიდი სისტემები (სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები), რაც 97 %-ზე მეტად დაიცავს, როგორც მოსავალს ისე მცენარეს და ახალშენ ვაზს;

6.         გამეჩხერებული ვენახი უნდა შეივსოს ნამყენი ნერგის გამორგვით, ნერგები უნდა დაირგას წინასწარ ღრმად დამშავებულ, ლაბორატორიული ანალიზის პასუხების შედეგად აღდგენილი ნაყოფიერების მქონე ნიადაგში, შემოდგომა, ზამთრის ან ადრე გაზაფხულზე. ვეგეტაციის აქტიურ პერიოდში უნდა განხორციელდეს ახლად დარგულ ნერგებზე ყლორტების დანორმება და ინდივიდუალურ საყრდენზე აკვრა/ახვევა. კლიმატური პირობების შესაბამისად უნდა განხორციელდეს მცენარეთა დაცვის ღონისძიებები. გვალვების საწინააღმდეგოდ უნდა მოირწყას ვენახი, სასურველია წინასწარ მოწყობილი წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენებით;

 


კვლევის სახელწოდება: ,,კახეთის სამრეწველო და პერსპექტიული ვაზის ჯიშების სხვადასხვა სქემით განაშენიანების გავლენა ღვინომასალების ქიმიურ შედგენილობაზე”

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი

განხორციელების პერიოდი: 01.10.2020-31.03.2021

პროექტის დამფინანსებელი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტის მიზანი იყო თელავის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაშენებულ ერთ ჰექტარ სასწავლო კვლევითი დანიშნულების ვენახში გამოკვლეულიყო ვაზის გაშენების სხვადასხვა სქემიდან მიღებულ მოსავალში ყურძნის წვენის, ღვინის, არყის და ძმრის ქიმიური შედგენილობა. აგრეთვე პროექტის ფარგლებში მოხდა წარმოდგენილი აბორიგენული ჯიშების, ,,ახმეტის წითელი“ და ,,იყალთოს წითელი“ კვლევა, კერძოდ მოხდა ყურძნის და მისგან დამზადებული ღვინის ქიმიური შედგენილობის კვლევა, განისაზღვრა ამ ჯიშების ღირსება. პროექტის განხორციელების დროს გამოყენებულ იქნა კვლევის ლაბორატორიული და პრაქტიკული მეთოდები. ჩატარდა ნიადაგის ქიმიური კვლევა, განისაზღვრა თითოეულ ვარიანტში განლაგებული ვაზის მოსავალში ღვინომასალების ქიმიური შედგენილობა.განისაზღვრა ახალი ჯიშების ყურძნის წვენის და მისგან მიღებული ღვინის ქიმიური შედგენილობა. 2020 წლისთვის მოხდა ვენახში წარმოდგენილი სხვადსხვა სქემით გაშენებული ვაზის ჯიშებიდან მოსავლის მიღება, მისგან დამზადდა ღვინო, არაყი და ძმარი. 2021 წელს მოხდა ყურძნის წვენისა და სხვადასხვა ტექნოლოგიით მიღებული ღვინის ქიმიური შედგენილობის კვლევა,აირ(გაზურ) ქრომატოგრაფის საშუალებით შევისწავლეთ კასრში დავარგებულ საფერავში სურნელოვანი თვისების მქონე სხვადასხვა კლასის ნაერთის (ესტერები, ალდეჰიდები, კეტონები, ამინები,) რაოდენობრივი შემცველობა, ასევე მოვახდინეთ სხვადასხვა ფუნქციური ჯგუფის შემცველი, კვებითი ღირებულების მქონე ორგანული ნაერთების იდენტიფიცირება დავარგების სხვადასხვა ეტაპზე, თხევადი (სითხური) ქრომატოგრაფის საშუალებით მოხდა არომატიზირებული ღვინის, ძმრისა და არყის ვიტამინური შემადგენლობის კვლევა, სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული ღვინის ხარისხზე მოქმედი ზოგიერთი ორგანული მჟავის (ლიმონმჟავა, ღვინომჟავა, ვაშლმჟავა) რაოდენობრივი ცვლილების დინამიკის შესწავლა ყურძნის ტკბილიდან მზა პროდუქტამდე. ასევე სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდების ქიმიური შემადგენლობის იდენტიფიცირება. კვლევის დასრულების შემდეგ გამოიკვეთა ვაზის გაშენების სრულყოფილი სქემა, რომელიც წარმოდგენას მოგვცემს ვაზის საკვები არის და ყურძნისაგან მიღებული პროდუქტების თვისებების შესახებ. პროექტის დასრულების შემდეგ გაიცა რეკომენდაციები ფერმერებისთვის ვაზის გაშენების სქემის შესახებ.


კვლევის სახელწოდება:  ,,თელავის მუნიციპალიტეტის აგროქიმიური კარტოგრამის მომზადება” აგრარული დარგი, მეცნიერება იწყება სკოლიდან -კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით Nsrc 39/9/19

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი

განხორციელების პერიოდი: 16.09.2019-03.04.2020

დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

        საგრანტო პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების ჩართულობით შეგვემუშავებინა სოფელ წინანდლის ნიადაგური აგროქიმიური კარტოგრამა, რომელიც ძირითადად ნიადაგის კვლევის შედეგად შემუშავდებოდა. აგროქიმიური კარტოგრამის მომზადებისათვის გათვლილი იყო 250 ჰექტარი ნიადაგის ქიმიური შედგენილობის კვლევა, კერძოდ ფოსფორის, კალიუმის და PH-ის, თუმცა ნიმუშების აღების დროს შევისწავლეთ და შესაბამისად რუკაზე დავიტანეთ 268 ჰექტარი ნიადაგის კვლევის შედეგები. მომზადდა წინანდლის მიწათსარგებლობის რუკა, სადაც მოინიშნა თითოეული ფერმერის მიწის ფართობი და დატანილ იქნა ლაბორატორიული კვლევის შედეგები. კერძოდ, თითიეულ მონიშნულ ნაკვეთზე დატალი იქნა წილადის სახით შემდეგი მონაცემები: ნაკვეთის ნომერი ფოსფორი (I,II,III,IV) კალიუმი (I,II,III,IV) სადაც: I -ძალიან ღარიბი, II - ღარიბი, III- საშუალოდ უზრუნველყოფილი, IV - უზრუნველყოფილი.\ რუკა ნაბეჭდი სახით გადაეცა სოფელ წინანდლის რწმუნებულს, რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაცია თითოეული ფერმერისათვის. ნებისმიერ ფერმერს, რომლის ნაკვეთიც მოხვედრილია ჩვენს მიერ გამოკვლეულ ფართობში, შეუძლია ადგილზე მისვლით, რუკის საშუალებით შეიტყოს თუ რა მდგომარეობაშია მისი ნაკვეთი შესათვისებელი საკვები ელემენტების შემცველობის მიხედვით. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა ბროშურა, რომელზეც დატანილია ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოხდეს ფერმერების მიერ მისი ნაკვეთის საკვები ელემენტების შემცველობის მონაცემების მოძიება და როგორ უნდა მოხდეს შემდგომი რეაგირება, რათა ნიადაგი არ დააბინძუროს ჭარბი სასუქის შეტანით.


პროექტის სახელწოდება: ,,კახეთის რეგიონის ხორბლის მოსავალში ტენის მარაგის განსაზღვრა”

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი   

დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ფონდის მიერ

განხორციელების პერიოდი:  01.08.2018-31.08.2019

პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა 2016 წლის კახეთის რეგიონის ხორბლის სრული მოსავლიანობა და მიღებულ მოსავალში შეთვისებული ტენის რაოდენობა.


პროექტის სახელწოდება:  ,,ხორბლის ახალი ჯიშების ,,აფინა’’ და ,,ანაპოს“ ქიმიური  შედგენილობის და მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა”

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი:  სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი მანანა კევლიშვილი

განხორციელების პერიოდი:  31.07.2017-31.07.2019

შპს ,,ლუკაგროს’’ მიერ შეკვეთილი კვლევა ხორბლის ახალი ჯიშების ,,აფინა’’ და ,,ანაპოს“ ქიმიური შედგენილობის და მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ. კვლევა ითვალისწინებს აღნიშნული ხორბლის ჯიშების სამი წლის მოსავალში ქიმიური შედგენილობის და ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას, რათა მიღებული ახალი ხორბლის ჯიშები გამოყენებულ იქნეს კახეთის რეგიონში, როგორც ხორბლის სათესლე მასალა.

კვლევა განხორციელებულია ერთი წლის მოსავალზე, მიმდინარე წელს განისაზღვრება მეორე წლის მოსავალში და 2019 წელს დასრულდება კვლევა.


პროექტის სახელწოდება: ,,თელავის რაიონის ნიადაგების მიკრობიოლოგიური პრობლემების  შესწავლა”

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი მანანა კევლიშვილი

დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი

განხორციელების პერიოდი:  01.09.2016-30.06.2017

პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ თელავის რაიონის ნიადაგების მიკრობიოლოგიური  შედგენილობა და განვსაზღვრეთ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების სახეები აგრეთვე მავნე ორგანიზმები, მოხდა წინასწარი პროგნოზირება ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების სპორების და მავნე ორგანიზმების შესახებ. შესაბამისად, განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო  კულტურაზე დაავადებების ან მავნებლების განვითარების რისკები, მოხდა რეკომენდაციების შემუშავება და ფერმერებისათვის გადაცემა წინასწარი პრევენციისათვის, დაიგეგმა თესვისწინა ღონისძიებები და ქიმიური საშუალებების გამოყენების ტექნიკა.


პროექტის სახელწოდება: ,,შიდა კახეთის ნიადაგური პრობლემების შესწავლა”

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი მანანა კევლიშვილი

დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი                                  

განხორციელების პერიოდი:  01.09.2015-30.06.2016

პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა შიდა კახეთის (თელავის რაიონი) ნიადაგების ქიმიური შედგენილობა, კერძოდ მიკრო და მაკრო ელემენტები, განსაზღვრულ იქნა ნიადაგების საკვები ელემენტებით გაღარიბების ხარისხი, სასუქის სახე და საკვები ელემენტების ზღვრული ნორმები სხვადასხვა ტიპის ნიადაგისათვის. შედეგები დამუშავდა და გაიცა რეკომენდაციები ფერმერებზე სასუქის სახისა და გამოსაყენებელი სასუქების დოზების შესახებ.

 

 

 

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.