ფრანკფურტის ინტეგრაციული სკოლის დოქტორი თესაუ-ში

 

      23 სექტემბერს ფრანკფურტის ინტეგრაციული სკოლის  პროფესორი ლუც კუნცი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

      მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ერთობლივი პრაქტიკული და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

       როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა   ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლაში   თესაუ-ს განათლების ფაკულტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, ინკლუზიური განათლების მიმართულებით, მომავალშიც გაგრძელდება.

      დღესვე ლუც კუნცი, თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგნელებთან ერთად, უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. საუბარი  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და ამ კუთხით არსებულ პრობლემებს შეეხო.      

   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლას შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, თესაუ-ს სტუდენტებმა  საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში ერთი წლის განმავლობაში გაიარეს. ამავე პროექტის ფარგლებში, ფრანკფურტის ინტეგრაციული სკოლის დოქტორმა თესაუ-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექციები ჩაატარა.

 

 
 

2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.