იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვა

(მოდული 1)

კურსის აღწერა

კურსი „ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვა“ აღწერს ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის დაწერის პროცესს. კურსში აგრეთვე განხილულია ორგანიზაციის SWOT ანალიზის გაკეთების გზები, თუ როგორ უნდა მოხდეს სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების მონიტორინგი , გეგმის შესრულების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მისი განახლება და ცვლილებების შეტანის გზები და პროცედურები.

კურსის მიზანია შემსწავლელებს ვაჩვენოთ როგორ დაადგინონ  ორგანიზაციის ღირებულებები, მისია და ხედვა,  რა ნაბიჯები უნდა  გადაიდგას ორგანიზაციის სტრატეგიის შემუშავებისთვის, როგორ უნდა მოვახდინოთ სტრატეგიული გეგმის შესრულების მონიტორინგი რათა სწორად მოხდეს სტრაგეგიული განვითარების გეგმაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესრულება. 

სამიზნე ჯგუფი:

კახეთის ადგილობრივი სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები, პარტნიორი ბიზნეს ინდუსტრიების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის პერსონალი (მონაწილეების მრავალფეროვნება მისცემს კურსის ხელმძღვანელს შესაძლებლობას წარმართოს დისკუსია სხვადასხვა პერსპექტივიდან)

მონაწილეთათვის საჭირო აღჭურვილობა: სმარტფონების ან მობილური მოწყობილობების არსებობა ინტერნეტთან დაკავშირებული (მენტიმეტრის გამოყენებისთვის)

 

სწავლის მოსალოდნელი შედეგები:

მონაწილეები გაიგებენ რა არის ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული გეგმა

მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ორგანიზაციის ხედვა, მისია და ღირებულებები

მონაწილეები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა გააკეთონ SWOT ანალიზი და ამის შემდეგ  როგორ გაწერონ  აქტივობები სტრატგიული განვითარების გეგმაში. 

მონაწილეები ისწავლიან ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის მონიტორინგის, შეფასების და განახლების პროცესს.

 

დიდაქტიკური მიდგომა

მოსამზადებელი სამუშაოები:

მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ორგანიზაციის  სტრატეგიული განვითარების გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

  კურსის განმავლობაში:

• მონაწილეებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ჯგუფურ მუშაობაში (ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიის შემუშავება).

•  სამუშაო ვერსიის წარდგენა ჯგუფის წინაშე.

 

შინაარსი:

რა არის სტრატეგიული განვითარების გეგმა.

რატომ უნდა იყოს შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმა.

როგორ განვსაზღვროთ ორგანიზაციის ხედვა, მისია და ღირებულებები

დიაგნოზიდან სტრატეგიის შემუშავებამდე

SWOT ანალიზი

სტრატეგიული განვითარების გეგმის დაწერა

სტრატეგიული განვითარების გეგმის მონიტორინგი და შეფასება

სტრატეგიული განვითარების გეგმის განახლება

კითხვები და დისკუსია

კურსის შემდეგ

მონაწილეებს ეთხოვებათ გაავრცელონ ინფორმაცია თავიანთ ორგანიზაციაში კურსზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ

კურსის ბოლოს მონაწილეებს ეძლევათ დასწრების სერთიფიკატი.

 
მნახველთა რაოდენობა: 6172
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'