იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს აკადემიური პერსონალი საერთაშორისო პროექტის HERIPRENEURSHIP-ის ფარგლებში თურქეთში (ტრაპიზონში) იმყოფებოდა

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი საერთაშორისო პროექტის BSB 831-HERIPRENEURSHIP-ის ფარგლებში  თურქეთში (ტრაპიზონში) იმყოფებოდნენ.

ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა რინკიაშვილი და ასოცირებული პროფესორი თამარ თამარაშვილი 2023 წლის 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სასწავლო ვიზიტში ჩაერთნენ,  რომელიც სხვადასხვა აქტივობებს მოიცავდა.

მათ დაათვალიერეს და შეაფასეს იუნესკოს ნუსხაში მყოფი ღირშესანინაობები.   პროექტის პარტნიორებთან ერთად, თესაუს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ პრესკოფერენციაში,  ჯგუფურ სამუშაოებში და შემაჯამებელ სემინარებში.

საერთაშორისო პროექტში „HERIPRENEURSHIP,“   რომლის ერთ-ერთ მთავარ  მიზანს  კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლება და მისი ეკონომიკური სარგებლის ხელშეწყობის დასაბუთება წარმოადგენს, საქართველოს მხრიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული.

პროექტი   ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, წამყვანი პარტნიორი კი კავილას განვითარების სააგენტოაა. პროექტი 2020 წელის ივლისში დაიწყო და 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 7908
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.