იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პოლონელი და რუმინელი პროფესორების ვიზიტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

15-17 ნოემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ვარშავის  უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი ურსულა მარკოვსკა-მანისტა და ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტის (რუმინეთი) ასოცირებული პროფესორი, დანიელა პოპა. ვიზიტი განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროექტის CISI (,,ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად’’) ფარგლებში.

აღნიშნული პროექტით შემუშავდა სამი ახალი კურსი, რომელთა პილოტირებაც თესაუ-ში 2022-2023 სასწავლო წელს დაიწყო. ეს კურსებია:

1.  ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია;

2.  დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია;

3.  ენის, მეტყველების, კომუნიკაციის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია.

სტუმრებმა, მონიტორინგის შედეგად, დანერგილი ახალი კურსები დადებითად შეაფასეს.

ასევე, მათ ჩაატარეს ტრენინგ/სემინარები თესაუ-ს პარტნიორი სკოლების (I, IV, V, VII, VIII)  სპეციალური განათლების მასწავლებლებისთვის შემდეგ თემებზე:

·   ქცევის მართვის გეგმების შემუშავება რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის და

·   სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა დისციპლინა.

ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული საერთაშორისო პროექტი CISI („ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“) თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ჩართულობას სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით. 

 
მნახველთა რაოდენობა: 7813
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.