იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტ VITA GLOBAL-ის პირველი ეტაპი დაიწყო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ტექნოლოგიის, ბიოქიმიის, მევენახეობისა და მარკეტინგის მიმართულებით სასწავლო მოდულები შეიქმნება.

მოდულების შემუშავება  პროექტში ჩართული ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტების უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდება. ამის შემდგომ  ყველა უნივერსიტეტში, მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით, ერთობლივი პროგრამები შეიქმნება.

გადაწყვეტილება არგენტინის ქალაქ მენდოსაში, კუიოს უნივერსიტეტში,   ევროკომისიის  მიერ  თანადაფინანსებული პროექტის   VITA GLOBAL- ის  ფარგლებში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს.

 შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული ღვინის ქარხანა, სადაც მხოლოდ სტუდენტები მუშაობენ. ამის გარდა, მოინახულეს ადგილობრივი წარმატებული ღვინის ქარხნები და ღვინის წარმოების ტექნოლოგიას გაეცნენ.

პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე, 2019 წლის მაისიდან, სამუშაო შეხვედრებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან. სწორედ ამ პერსპექტივაზე, აგრარული მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა და  კუიოს უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარია ფლავია ფილიპინმა.

პროექტში VITA GLOBAL-ი ბორდოს (საფრანგეთი) და ბოლონიის (იტალია) ევროპული უნივერსიტეტების გარდა, არგენტინის, სამხრეთ აფრიკის, ურუგვაის და ჩილეს უნივერსიტეტები მონაწილეობენ. მისი ხანგრძლივობა სამი წელია და  საქართველოს მხრიდან მხოლოდ  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული.

 
მნახველთა რაოდენობა: 18673