იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გრძელდება კონკურსი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერასმუს+ საერთაშორისო პროექტი PRINTeL-ი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროექტის მონაწილე პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, მათ შორის, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტში, ბარსელონას, პორტოს, ლინკოპინგისა და გრაცის უნივერსიტეტებში, ხუთდღიანი ინტენსიური ტრენინგი იგეგმება.

ტრენინგების მიზანია მოამზადოს ტრენერები, ინსტუქტორები, რომლებიც სწავლა/სწავლების ინოვაციური და ტექნოლოგიური მეთოდების ცოდნის დონე უნდა აიმაღლონ. მიღებულ გამოცდილებას კი შემდგომში კოლეგებს გაუზიარებენ და უნივერსიტეტში გაავრცელებენ. პროექტის ფარგლებში ექვსი ინსტრუქტორის დატრენინგება იგეგმება. 

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის საფუძველზე. ტრენინგთან და მგზავრობასთან დაკაშირებული ყველა ხარჯი PRINTeL ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.

საკანდიდატო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები არის შემდეგი:

1. უნივერსიტეტში დასაქმებული;

2. 50 წლამდე ასაკის;

3. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი C1 დონეზე;

4. ინფორმაციის მიღების, გადამუშავებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის უნარები;

5. პასუხისგებლობას იღებს მიღებული ცოდნა, ტრენინგის დასრულებიდან 3 თვის ვადაში, მინიმუმ ათ კოლეგა ლექტორს გადასცეს. ამ მიმართულებით, კანდიდატსა და პროექტის კორდინატორს შორის, გაფორმდება შეთანხმება.

6. სამოტივაციო წერილი 200 სიტყვის ფარგლებში;

7. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ კანდიდატს, რომელსაც აქვს მინიმუმ ხუთწლიანი სწავლების გამოცდილება და გააგრძელებს მოღვაწეობას მინიმუმ ორი წელი მაინც.

აპლიკანტები კონკურსისთვის დაიშვებიან პირადი განცხადების საფუძველზე. მისამართი: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, I კორპუსი, მე-3 სართული ოთახი N 47, ან იმეილზე: nino.korinteli@tesau.edu.ge. 

განაცხადები მიიღება 13 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსი გაიმართება 14 სექტემბერს, ხოლო შედეგები ცნობილი გახდება 14 სექტემბერს.

განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილად.

 
მნახველთა რაოდენობა: 19940