ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა, საერთაშორისო პროექტის -UNISON- ფარგლებში, პროექტის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს უმასპინძლა.
ტრენინგის მონაწილეები, რომელთა შორის თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თამარ ასლანიშვილი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მზია მაისურაძე იყვნენ, სამეწარმეო ეკოსისტემების შესახებ სანტიაგოს უნივერსიტეტის გამოცდილებას გაეცნენ. პროექტის მონაწილეებმა ის პრობლემები განიხილეს, რაც, შესაძლოა, შვილობილი კომპანიების დაარსებას მოჰყვეს.
UNISON-ის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ბიზნეს-ინკუბატორები და უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერეს.