იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტრენინგი ონლაინ ინსტრუქტორებისთვის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+ პროექტის ფარგლებში ტრენინგ-ვორკშოპი გაიმართა. პროექტის DITECH -,,ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“, ფარგლებში, შეხვედრას უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.

ტრენინგის მთავარ თემას, ონლაინ ინსტრუქტორების მომზადება, საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და პლატფორმები ონლაინ კურსების მომზადების, დაგეგმვის, განვითარების, განხორციელებისა და შეფასების პროცესში, წარმოადგენდა. შეხვედრაზე განიხილეს Padlet, Genially, Google Jamboard, Mentimeter, Gitmind, Diagrams Net, Powtoon, 123apps, JeopardyLabs, Brightful, ThingLink პლატფორმები და ინსტრუმენტები.

ტრენინგს უძღვებოდნენ პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები, ასოცირებული პროფესორი, შორენა ლაზვიაშვილი, პროფესორი, მანანა ღარიბაშვილი და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი თენგიზ კუკუნაშვილი. ვორკშოპის მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6606
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.