იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის პირველ შეხვედრაზე

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის, DUGEOR-ს კონსორციუმის შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. უნივერსიტეტის პროფესორი, მანანა კევლშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები, თამარ ასლანიშვილი და ნინო კორინთელი, პირველ შეხვედრას საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში ესწრებოდნენ.

პროექტის სახელწოდებაა „ქართულ უმაღლეს განათლებაში დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება" და მისი ხანგრძლივობა 4 წელია. ევროპელმა პარტნიორებმა, შეხვედრის ქართველ მონაწილეებს, წარმატებულ ქვეყნებში არსებული დუალური განათლების მოდელები გააცნეს. მონაწილე ინსტიტუციების პრეზენტაციების გარდა, შეხვედრაზე ყველა ის სამუშაო იყო წარდგენილი, რაც პროექტის ფარგლებშია დაგეგმილი.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეხუთე სამუშაო პაკეტის ლიდერია, რაც იმას ნიშნავს, რომ შემუშავებული დუალური მოდელის პილოტირება პარტნიორ საწარმოებში, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდება. უნივერსიტეტის პარტნიორი დუალურ მოდელში, ღვინის საწარმო "შუმი" იქნება.

საქართველოდან პროექტში ხუთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს. პროექტი ინიცირებულია სერბეთის ნოვისადის უნივერსიტეტის მიერ და მისი ევროპელი პარტნიორები, გერმანიისა და ავსტრიის უნივერსიტეტები არიან. პროექტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრიც არიან ჩართულები.

 
მნახველთა რაოდენობა: 6178
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.