2022 წლის 8 დეკემბერს ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პარტნიორებს პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან და რუმინეთიდან.
ვიზიტი მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საპილოტე კურსების მონიტორინგს, დისტანციური სწავლების შესახებ გამოცდილების გაზიარებას, პროექტში ჩართული სტუდენტებთან თუ მასწავლებლებთან შეხვედრას, არსებულ გამოწვევათა შესახებ მსჯელობასა და გამოცდილების გაზიარებას. მონიტორინგის ჯგუფმა დაათვალიერა უნივერსიტეტის ონლაინ სწავლების ლაბორატორიაც, რომელიც პროექტის ფარგლებში აღიჭურვა.
პროექტი პორტოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კოორდინატორობით მიმდინარეობს და მისი მიზანია გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.