იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ისრაელის დელეგაცია თესაუ-ში

21 ოქტომბერს, თესაუ- ისრაელის, ქალაქ აფულას მერის ავრაჰამ ელკაბეტცის ხელმძღვანელობით, დელეგაცია ეწვია. სტუმრებს თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროს, თამარ ასლანიშვილი, სტუმრებს თესაუ- წარმატებულ საერთაშორისო აქტივობებზე ესაუბრა და განსაკუთრებით გამოყო ის პროექტები, რომლებსაც თელავის უნივერსიტეტი ისრაელის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, რის შედეგადაც თესაუ-სა და აფულას კოლეჯს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახა. დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 9237
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.