იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა პროექტის ProGriCC ფარგლებში

2022 წლის 1 ივლისიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება  შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტი ProGriCC – „ყურძნის მოყვანა ცვალებად კლიმატურ პირობებში“. პროექტის კოორდინატორია აგრარულ მეცნიერებათა შვედური უნივერსიტეტი. 

პროექტის მიზნებია: განათლების ინტერნაციონალიზაცია და ცვალებად კლიმატურ პირობებში ყურძნის მოყვანისა და ღვინის წარმოების სფეროში კვლევების ინტერნაციონალიზაცია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 21 ივლისს გაიმართა  პირველი ონლაინ შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა პროექტის მიზნები და სამომავლო გეგმები. ასევე, დაიგეგმა პერსონალის და სტუდენტების ვიზიტები პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებში.

 
მნახველთა რაოდენობა: 9173