იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
Regional Smart Farming Roadmap Workshop

26 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიSmart Farming -ის  გუნდმა ჩაატარა  ონლაინ ვორქშოფი თელავის რაიონში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის თესაუში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტის გაცნობას. ესაა შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის ერთობლივ პროექტი სახელწოდებით: „Smart Farming -BSB-908,” "შავი ზღვის აუზის ქვეყნების არეალში სოფლის მეურნეობისა  და მასთან დაკავშირებული სექტორების ციფრული ტრანსფორმირების პირობების  ერთობლივად მომზადება“- “Jointly preparing the conditions in the agricultural and connected sectors in the BSB area for the digital transformation – Black Sea Basin smart farming. პროექტის კორდინატორია პიერიკი ანაფტიხიაკის  S.A.-O.L.A. ადგილობრივი განვითარების სააგენტო, საბერძნეთი.

ვორქშოფის ფარგლებში  სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულ სოფლის მეურნეობის ინტელექტუალურ საგზაო რუქას რომელიც მოიცავს კახეთის რეგიონში არსებულ თითქმის ყველა მცირე თუ მსხვილი მეწარმის საქმიანობისა და პროდუქციის შესახებ ინფორმაციას.  

 
მნახველთა რაოდენობა: 3836
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'