იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტ RURD-ის დისემინაცია ბარსელონაში

 2022 წლის 3-8 ივნისს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ ასლანიშვილი ბარსელონაში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის LOVEDISTANCE-ის ფარგლებში, იმყოფებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლები ისრაელიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან, სულ 10 უმაღლესი სასწავლებლის 35 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

შეხვედრაზე, პროექტის მიმდინარე აქტივობების განხილვის პარალელურად, მოხდა მონაწილე უნივერსიტეტების წარმატებული პროექტების გაცნობა პარტნიორებისთვის.

თელავის უნივერსიტეტის მხრიდან ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად განხილული იყო პროექტი “RURD“. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, პროექტ RURD-ში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შესახებ.

დამსწრე საზოგადოების მხრიდან ინტერესი გამოიწვია პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა და მათი გადაჭრის გზებმა. პროექტ RURD-მა უცხოელ პარტნიორებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

 
მნახველთა რაოდენობა: 7291
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.