იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს პერსონალი ერაზმუსის დღეების აღსანიშნიშნავ შეხვედრას შეუერთდა

 14, 15 და 16 ოქტომბერს მსოფლიო  ერაზმუსის დღეებს აღნიშნავს.  ამ დღეებს მიეძღვნა  2021 წლის 15 ოქტომბერს, ევროკომისიის  მიერ თანადაფინანსებული პროექტის- LOVEDISTANCE,   Learning Optimization and Academic  Inclusion Via Equitative  Distance Teaching  and  Learning- ფარგლებში ჩატარებული  შეხვედრა  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან.

პროექტის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას  უნივერსიტეტში მიმდინარე განვითარების პროექტები გააცნეს. გამორჩეულად იქნა განხილული, ერთ-ერთი მიმდინარე პროექტის, LOVEDISTANCE-ის ფარგლებში მომზადებული  საპილოტე კურსების ტექნიკური მახასიათებლები და მეთოდოლოგიური ასპექტები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

  COVID 19-ის პანდემიიდან გამომდინარე შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

თელავის უნივერსიტეტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ განვითარების ცხრა მიმდინარე პროექტს ახორციელებს: HERD,  PRINTEL,  VITAGLOBAL, RURD, LOVEDISTANCE, ESTA CISI DITECH და EPSY.

 
მნახველთა რაოდენობა: 10718
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.