2021 წლის 4 ოქტომბრიდან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამუშაო ვიზიტით, ხორვატიის პოჟეგას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები იმყოფებიან .
მანუელ დელ ვეჩიო და მარიო იაკობოვიჩი თესაუს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდნენ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი საწარმოები: ,,შუმი“ და ,,შუხმანს ვაინს ჯორჯია“ მოინახულეს. ,,შუმი“ ის საწარმოა, სადაც სტუდენტები 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში პრაქტიკას 2 თვის განმავლობაში გადიოდნენ.
მარიო იაკობოვიჩმა ლექციები აგარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი და ბაკალავრი სტუდენტებისთვის გამართა.
ვიზიტი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოჟეგას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ევროკომისიის მიერ დაფინასებულ უნივერსიტეტთაშორის ხელშეკრულების ( KA 107) ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2018 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.