იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ RURD-ის ფარგლებში მოხდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ადგილობრივ დონეზე - ტრეინინგი ადგილობრივ თვითმართველობასთან

2021 წლის 28 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევრო კომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის RURD-ის ფარგლებში ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებთა შეხვედრები გამართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა  უნივერსიტეტის და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონის განვითარებისათვის.

შეხვედრაზე განხილული იყო ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც პროექტის წევრებს ევროპელმა პარტნიორებმა ონლაინ  ტრენინგებზე გააცნეს. აგრეთვე, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის საჭიროებები, რომელიც ამ ეტაპზე თელავის მერიას ადამიანური რესურსების მოძიების პროცესში აქვს. განხილულ იქნა კვალიფიკაციასთან დაკავშირებული ის მოთხოვნები,  რაც  აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას და როგორ თანხვედრაშია მათთან   თელავის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების უნარ-ჩვევები. შეხვედრაზე დაიგეგმა  სხვადასხვა აქტივობები როგორიცაა ტრენინგები, კვლევები და ერთობლივი ღონისძიებები.

პროექტ RURD-ის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 
მნახველთა რაოდენობა: 11655
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.