2021 წლის 5-7 მაისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის (RURD) ფარგლებში, მასარიკის უნივერსიტეტმა ( ჩეხეთის რესპუბლიკა) პროექტის პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტებისთვის ტრენინგი გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ თემებს როგორიცაა: კარიერული ცენტრის როლი უნივერსიტეტის განვითარებაში, სწავლა სიცოცხლის ბოლომდე (Lifelong learning), ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფისის როლი თანამედროვე უნივერსიტეტის განვითარების პროცესში და სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმების მნიშვნელობა.
პროექტი RURD-ის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე, უნივერსიტეტებსა და თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.