2021 წლის 12 მაისს, თელავის სახელმწფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პროექტ HERIPRENEURSHIP-ის მე-2 ტრანსნაციონალური შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება კოლაბორაციული ხასიათის იყო და მას პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი, UBBSLA უძღვებოდა.
მეორე ტრანსნაციონალური შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის პარტნიორების ტერიტორიებზე იუნესკოს ექვს ძეგლთან არსებული გეოლოკაციების იდენტიფიცირებაზე, მასთან დაკავშირებულ კვლევებზე, დოკუმენტაციის მომზადებასა და შემდგომ საფეხურებზე. პარტნიორების როლები განაწილდა მათი შესაძლებლობებისა და გამოცდილების გათვალისწინებით და განისაზღვრა აქტივობების შესრულების კონკრეტული ვადა.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტის გაცნობას დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ ვარნას ტურიზმის პალატისა და უძველესი ნესებარის მუზეუმის წარმომადგენლებთან.