იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თესაუში  მიმდინარე ტურიზმის მიმართულების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები  შეხვედრაზე გაეცნენ ორ პროექტს: ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტს- ,,გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება იუნესკოს სიაში შემავალი ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის პირობების გაუმჯობესების მიზნით და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა ტურიზმის სფეროსა და კულტურულ და კრეატიულ ინდუსტრიაში შავი ზღვის აუზის ტერიტორიაზე “ (BSB 831-HERIPRENEURSHIP)  და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებულ პროექტს-„თელავი და ინოვაციური ტურისტული მარშრუტები“.  

   ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი  BSB 831-HERIPRENEURSHIP  30 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი პარტნიორები არიან: კავალას განვითარების სააგენტო, საბერძნეთი (DEVELOPMENT AGENCY OF KAVALA), დანუბე- შავი ზღვის უნივერსიტეტთა ფონდი რუმინეთი(THE "DANUBE BLACK SEA" UNIVERSITY FOUNDATION),   შავი ზღვის ადგილობრივი ხელისუფლების კავშირი, ბულგარეთი (UNION OF BULGARIAN BLACK SEA LOCAL AUTHORITIES), მოლდოვას ეროვნული ტურიზმის ასოციაცია (NATIONAL INBOUND TOURISM ASSOCIATION OF MOLDOVA), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო და აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის განვითარების სააგენტო, თურქეთი(EASTERN BLACK SEA DEVELOPMENT AGENCY).

პროექტის წარმომადგენლებმა  შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობების  და პროექტის დასრულების შემდეგ დასანერგი სერვისების შესახებ მიაწოდეს. 

რაც შეეხება  პროექტს- „თელავი და ინოვაციური ტურისტული მარშრუტები“, პრეზენტაციაზე შეხვედრის მონაწილეები თელავის ახალ ტურისტულ მარშრუტებს გაეცნენ.  როგორც  აღინიშნა, პროექტის ფარგლებში დაიბეჭდება ტურისტისათვის საჭირო გზამკვლევები და მომზადდება  საინფორმაციო ბუკლეტები. პროექტს მთლიანად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აფინანსებს.   

     შეხვედრას   ადგილობრივი ხელისუფლების,   ტურიზმის დეპარტამენტის  და სხვადასხვა კერძო  ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის ტურიზმის  მიმართულების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ, რომლებმაც პროექტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.


 
მნახველთა რაოდენობა: 15485
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.