29 ოქტომბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის- ERASMUS+ “LoveDistance- Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning” - ფარგლებში, მესამე კვარტალური, ვირტუალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომლის ინიციატორი პროექტის კოორდინატორი, პორტოს უნივერსიტეტი იყო, პროექტის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ასევე, დაიგეგმა მასწავლებელთა გადამზადების ონლაინ -ტრენინგები, რომლებსაც ბარსელონას უნივერსიტეტის პროფესორები, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით, გაუძღვებიან.