20 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერიტეტის ერთ-ერთ პარტნიორ მენდელის უნივერსიტეტში ( ბრნო, ჩეხეთი), საერთაშორისო პერსონალის კვირეული გაიმართა . შეხვედრაზე Covid-19-თან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები და საერთაშორისო მობილობების შემაფერხებელი ფაქტორები განიხილეს.
კვირეულის მონაწილეებმა, რომელიც ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩატარდა, გამოთქვეს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შექმნილი პრობლემების მოგვარება . შეხვედრაზე, ასევე, დაისახა სამომავლო ურთიერთობები რამდენიმე პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტთან.