იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კიდევ ერთ პროექტში ჩაერთვება

ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კიდევ ერთ, ახალ პროექტში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წლის იანვრის თვიდან  ჩაერთვება. პროექტის-,,ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH)-მიზანია, ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით, საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება.  

     პროექტის  პარტნიორები, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად,  არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კონსორციუმის წამყვანი პარტნიორი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტები, ასევე,  ესტონეთის, ლიტვის და ირლანდიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

    ახალი ინოვაციური პროგრამების შექმნა, აკადემიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასაუმჯობესებელი ტრენინგები, ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაცია, მათ შორის, ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით,- პროექტის ამ  და სხვა გეგმებზე ქართველმა პარტნიორებმა   10 სექტემბერს, სამუშაო  ონლაინ-შეხვედრაზე, ისაუბრეს და სამომავლო აქტივობები დასახეს. 

 
მნახველთა რაოდენობა: 16517