იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველი სამუშაო შეხვედრა Erasmus + ინსიტიტუციური განვითარების 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტისა „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance).

2020 წლის 24-27 თებერვალს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა Erasmus + ინსიტიტუციური განვითარების 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტისა „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ - LoveDistance. 

შეხვედრას უმასპინძლა პროექტის კოორდინატორმა, პორტოს პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა. 

შეხვედრის ნაწილი დაეთმო პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხების გაცნობას კონსორციუმის წევრებისათვის, ასევე პროექტის ხარისხის შიდა მექანიზმების ინიცირებასა და პროექტის აქტივობების დისემინაციის საკითხების დაგეგმვას. სესიებს პროექტის კოორდინატორ უნივერსიტეტთან ერთად უძღვებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები: პორტოს პოლიტექნიკური და ვიგოს უნივერსიტეტები,იბერო-ამერიკული უნივერსიტეტების ასოციაცია, კლუჟ-ნაპოკას ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე პროექტში ჩართული ბენეფიციარი უნივერსიტეტები საქართველოდან და ისრაელიდან. 

პროექტის მიზანია გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები  საქართველოსა და ისრაელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

 
მნახველთა რაოდენობა: 11726
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.