იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს პროფესორების სამუშაო შეხვედრები სამხრეთ აფრიკაში

25 -29 თებერვალს, სამხრეთ აფრიკის სტელენბოშის უნივერსიტეტში,  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის- 598507-EPP-1-2018-1-ES-EPPKA2-CBHE-JP   „გლობალური ქსელის შექმნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და მევენახეობა-მეღვინეობისთვის: ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობით "( VITAGLOBAL)  -მორიგი შეხვედრა გაიმართა.

    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტიდან შეხვედრას საერთაშორსიო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ასლანიშვილი  და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მანანა კევლიშვილი დაესწრნენ. 

     პროექტში მონაწილე  მხარეებმა უნივერსიტეტებსა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების კვლევის შედეგები განიხილეს.  მონაწილეებმა, ასევე, იმუშავეს გზამკვლევსა და აკადემიურ მოდულებზე, დაისახა პროექტის სამომავლო აქტივობებიც. 

     შეხვედრას საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკაში  ბექა დვალი და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე  მარიუს ჰეინსი დაესწრნენ.

   იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სტელენბოშის უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც,  მეღვინეობის მიმართულებით, ერთობლივი კვლევებია დაგეგმილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 16212
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.