იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის - „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ( CISI Curriculum Innovation fo r Social Inclusion) ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის კოორდინატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აღნიშნული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, თამარ მახარაძემ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორებთან გამართულ შეხვედრაზე CISI Curriculum Innovation fo r Social Inclusion-ის შინაარსზე ისაუბრა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები დეტალურად განიხილა.