იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
INTEGRITY-კონსორციუმის მესამე შეხვედრა ბათუმში

21-22 იანვარს, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ერაზმუს+“-ის  ინსტიტუციური განვითარების  პროექტის- „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში“ (INTEGRITY)- კონსორციუმის მესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას  პროექტის წევრები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც დაესწრნენ. 

   პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება,  აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროგრამა პლაგიატის შემთხვევების გამოვლენის, პრევენციისა და აღმოფხვრის ხელშემწყობი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას ითვალისწინებს.

  ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა პარტნიორებმა  პროექტის მიმდინარე შედეგები განიხილეს. დაიგეგმა პიარ-აქციები და პროექტის  დისემინაცია თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტში, პროექტის დასრულებამდე. 

   შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ილიას უნივერსიტეტში ჩასატარებელი ფინალური კონფერენციის ფორამტი და ჩატარების თარიღები.  

 
მნახველთა რაოდენობა: 18030
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.