იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საინფორმაციო შეხვედრა თესაუში

5 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის - Vita Global- ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა.

     შეხვედრაზე, რომელსაც თესაუს პროფესორ-მასწავლებლებთან  ერთად, დამსაქმებლები პარტნიორი ღვინის ქარხნებიდანაც დაესწრნენ, პროექტის  მიზნებსა და შედეგებზე იმსჯელეს. საუბარი, ასევე, იმ დამატებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების აუცილებლობას შეეხო, რომლებსაც სტუდენტები  სწავლის დასრულების შემდეგ უნდა ფლობდნენ. ეს კი, სამუშაო ადგილებზე მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.  

      Vita Global  ,,ერასმუს+“-ის პროექტია  (2018-2021),  რომელიც  ევროკომისიის მიერაა დაფინანსებული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, უნივერსიტეტების პერსონალის შესაძლებლობების ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს.  

     პროექტის ძირითადი მიზანია გლობალური საუნივერსიტეტო ქსელის განვითარება, რომელიც სასწავლო პროგრამების გაფართოებისა და გაუმჯობესებისთვის, ერთმანეთთან   განსხვავებულ გეოგრაფიულ რეგიონებს დააკავშირებს, განსაკუთრებით, მევენახეობა - მღვინეობის მიმართულებით.  

          Vita Global    საქართველოს,  სამხრეთ ამერიკის, ევროპის და სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტებს აერთიანებს. პროექტი ერთობლივი პროგრამის ან სხვა ტიპის საერთაშორისო კურიკულუმის ჩამოყალიბებით დასრულდება და რეგიონალურ განვითარებასთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას  შეუწყობს ხელს.

 
მნახველთა რაოდენობა: 18618
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.