იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დიდი ბრიტანეთის ,,მოძრავი საელჩო“ თესაუში

დიდი ბრიტანეთის ელჩი  ჯასთინ მაკკენზი სმითი  ,,მოძრავი საელჩოს“ პროექტის-,,ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის“ ფარგლებში,   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. 

    ელჩმა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის  მეგობრულ ურთიერთობაზე, უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ  დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა  და  ყურადღება  საგანმანათლებლო  გაცვლით პროგრამებზე  გაამახვილა.  

   შეხვედრის დასასრულს  ბრიტანელმა დიპლომატმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

   ,,ბრიტანული სეზონი“-დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივად დაგეგმილი სპეციალური პროგრამაა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებულ  მეგობრობას აღნიშნავს და სამი თვის განმავლობაში 60-ზე მეტი ღონისძიების ჩატარებას ითვალისწინებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 15456
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.