იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთშორისო პროექტების რაოდენობა გაიზარდა

ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კიდევ რამდენიმე პროექტში ჩაერთვება.  ევროკავშირის საგრანტო პროგრამა,   საქართველოში ექვს პროექტს დააფინანსებს. აქედან ოთხ პროექტში,  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც  მონაწილეობს.   

პროექტების განხორციელების პროცესში, უნივერსიტეტს, პარტნიორობას,  საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები გაუწევენ. მოწონებული პროექტები აგრარული და  საგანმანათლებლო მიმართულებისაა. მათი განხორციელება უნივერსიტეტში 2019  წლის შემოდგომიდან დაიწყება.

საერთაშორისო პროექტების რაოდენობის ზრდა, უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციასა და შემდგომ განვითარებაში ეხმარება,_ განაცხადა თსუ-ს რექტორმა, ირმა შიოშვილმა.

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მიხედვით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის,  ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 17421
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.